სამთავრო გუნდის წევრები კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილების პრობლემებს გაეცნენ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას განსახორციელებელ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

სამთავრო გუნდის წევრები იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ.

“ახლა ჩვენ ვიმყოფებით კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში , სადაც მიმდინარე წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. თითქმის მთელ პერიმეტრზე მოპირკეთდა ასფალტის საფარი , მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და დასრულდა გაზიფიცირებაც. ამ ხალხის ყველაზე დიდი სატკივარი და პრობლემა საკუთარ სახლებში დაბრუნებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში ოკუპაცია და მისი შედეგები მალე დასრულდება. მანამდე კი სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება აღებული დევნილებზე, ამიტომ ვცდილობთ, რომ ნორმალური პირობები შევუქმნათ მათ,”- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები