ზუგდიდში პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

ქალაქ ზუგდიდში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება.

პატრიარქის მხარდამჭერი მსვლელობის ორგანიზატორების განცხადებით, ზუგდიდი-ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, დადიანების ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ეზოდან, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძრამდე, ილია მეორის მხარდასაჭერი მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება.

“ლიტანიობის შემდეგ მეუფე ჩაატარებს პარაკლისს, მოგიწოდებთ ყველას გამოხვიდეთ პატრიარქის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსვლელობა 9 ნოემბერს 13:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები