თორნიკე რიჟვაძე: ბიძინა ივანიშვილი ზედმეტი აფიშირების გარეშე, წლებია ახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას

“დღევანდელი ინტერვიუ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ დიდ ღვაწლს და დამსახურებას, რომელიც მას აქვს ქვეყნის წინაშე“- ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე  ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.
რიჟვაძის თქმით,  პროექტები, რომელიც აჭარაში “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩემთვის, როგორც აჭარის მთავრობის მეთაურისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია აჭარაში, შავიზღვისპირეთში და მიმდებარედ განხორციელებული პროექტები, როგორიცაა, „ბლექსი არენა“, „ატრაქციონების პარკი“, „სასტუმრო ,,პარაგრაფი“ შეკვეთილში, მუსიკალური და მინიატურული პარკები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დრამატული თეატრი, ახლად რესტავრირებული ე.წ. რვაფეხას პროექტი და სხვა.
ამ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს აჭარის და მისი ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის. ამ უნიკალური პროექტების საშუალებით აჭარა კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება არა მხოლოდ საზღვაო სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში მოიზიდავს მაღალგადამხდელუნარიან ტურისტებს.
აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბური პროექტების მომიჯნავედ მოეწყო საოჯახო ტიპის სასტუმროები და მოსახლეობა ჩაერთო ტურისტულ ბიზნესში, რაც ხელს უწყობს სწორედ ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას რეგიონში.
ეს ყველაფერი ემსახურება საერთო მიზანს, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს თანაბრად, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში, ყველა სოფელში იყოს თანაბარი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის“- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები