გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შემოქმედებითი წრეების რაოდენობა გაიზარდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში კულტურულ-შემოქმედებითი წრეები დაფუძნდა. ამიერიდან, ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ადგილზე დაეუფლონ ცეკვას, სიმღერას და სხვადასხვა სამუსიკო ინსტრუმენტს.

სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ხშირად გაჟღერდა შემოქმედებითი წრეების დაფუძნების საჭიროება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მხრიდან. საკითხის გადაჭრის მიზნით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, თიღვის, ქურთისა და ერედვის გამგეობებთან ითანამშრომლა, რის შედეგადაც წრეების რაოდენობა 4-დან 32-მდე გაიზარდა.

შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში იმყოფებოდა და გაკვეთილების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ასევე პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაესაუბრა.

“ახალგაზრდების განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში დიდი როლი აქვს სახელოვნებო და შემოქმედებით წრეებში ახალგაზრდების ჩართულობას. ჩვენ მათ უნდა შევუქმნათ შესაბამისი პირობები, რათა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი შესაძლებლობებისა და რესურსების გამოყენება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის მოსახლოების ჩართულობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი,“ – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები