შიდა ქართლის ოთხ საჯარო სკოლაში მანდატურის სამსახური ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლები, იმ საჯარო სკოლების ჩამონათვალში მოხვდა , სადაც მანდატურის სამსახური დღეიდან შევიდა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, მინისტრის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, მანდატურის სამსახური იმ საჯარო სკოლებში იყო წარმოდგენილი, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა 300-ს აღემატებოდა.შეტანილი ცვლილების თანახმად კი, მანდატურის სამსახური უკვე იმ სკოლებშიც ამოქმედდა, სადაც მოსწავლეთა კონტიგენტი 200-ს წარმოადგენს. 

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლა ერთ-ერთი იმ სკოლათაგანია, სადაც დღეიდან მანდატურის სამსახური ამოქმედდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, მანდატურის სამსახური იმ საჯარო სკოლებში იყო წარმოდგენილი, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა 300-ს აღემატებოდა.შეტანილი ცვლილების თანახმად კი, მანდატურის სამსახური უკვე იმ სკოლებშიც ამოქმედდა, სადაც მოსწავლეთა კონტიგენტი 200-ს წარმოადგენს. მანდატურის სამსახური უკვე ამოქმედდა გორის მუნიციპალიტეტის კიდევ სამი სოფლის საჯარო სკოლებში : შინდისი , ტირძნისი , ხიდისთავი. საგანამანათლებლო დაწესებულების მანდატურობის კანდიდატებისთვის შსს-ს აკადემიაში გადამზადებულები არიან შესაბამისი პირები და უახლოეს პერიოდში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დამატებით კიდევ რამდენიმე სკოლაში წარმოდგენილი იქნება მანდატურის სამსახური,“- განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, უკვე 575 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. მიმდინარე წლის ბოლომდე, მანდატურები კიდევ 13 საჯარო სკოლაში შევლენ. 2020 წელს მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით 130 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები