პეტრე ცაავა: თუ სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი არ შეიწყალა გამოდის, რომ ეს დადგმული სცენარია

თუ სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა გამოდის, რომ ეს დადგმული სცენარია, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ განაცხადა.

“მე მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ “დაფრანგულობის” გზა აირჩია და თავი შეიკავა წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვაზე, მაშინ როდესაც ის ამბობს, რომ გმობს პატრიარქის შეურაცხყოფას, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი “დაფრანგულობის” ფორმატში. გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას პასუხისმგებლობა მორალური, უშუამდგომლოს, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი.

საპატრიარქოს გულწრფელობის შემთხვევაში არსებობს ალტერნატივა. საპატრიარქომ სასწრაფოდ უნდა მიწეროს წერილი იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან მიზეზი შუამდგომლობისა იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, არსებობს კანონი, რის თანახმადაც ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით. პატიმარს ათავისუფლებენ ციხიდან სამკურნალოდ, შემდეგ ის ისევ უბრუნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებას. აი ამ პუნქტით შესაძლებელია, რომ თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა.

მაგრამ თუ საპატრიარქო იუსტიციის სამინისტროსაც არ მიმართავს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკიდებს მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა. პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებაც კი საკმარისია, როცა ჩვენ მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივისცემისაკენ, გამოდის რომ თვითონ ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქისა და სინოდის თხოვნას არ სცემს პატივს. ამით ის შეურაცხყოფას აყენებს, არამხოლოდ პატრიარქს, მთელ წმინდა სინოდს, მთელს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას”, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები