სოფელ ზეღდულეთში ცერცვაძეების სახლი გაქურდეს

​სოფელ ზეღდულეთში ცერცვაძეების სახლი გაქურდეს. “რეგიონული კვირა” დეტალების გასარკვევად დაზარალებულ ოჯახს დაუკავშირდა. ქეთევან ცერცვაძემ, რომელიც სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, მომხდარზე საუბარი არ ისურვა.

“არ მცალია ახლა თქვენთვის , დაკავებული ვარ. დეტალებზე საუბარი არ მინდა“, – განაცხადა ქეთევან ცერცვაძემ .

ზეღდულეთის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის თქმით, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა მეზობლები უკვე გამოკითხეს.

“გია და ქეთევან ცერცვაძეების ოჯახი გაქურდეს. მეც დღეს დილით გავიგე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წაღებულია ფული და ძვირფასეულობა. დაკავებით არავინ დაუკავებიათ , თუმცა მეზობლები  გამოკითხეს“,-  განაცხადა დავით ცერცვაძემ.

როგორც  “რეგიონულ კვირას” შსს-ში  განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები