გორში პროექტი “საქართველოს საპარლამენტო სტილის დებატები“  დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით , პროექტი “საქართველოს საპარლამენტო სტილის დებატები“  დაიწყო.

პირველი აქტივობა მერიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, ხოლო ფინალური შეხვედრა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში შედგება.

“პროექტის მიზანია 40 – მდე ახალგაზრდამ გაიუმჯობესოს დებატებისთვის საჭირო კომპეტენციები. პროექტი ახალგაზრდებს დაეხმარება უკეთ გაითავისონ დებატის დროს წესების დაცვის მნიშვნელობა, ისწავლონ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული საშუალებების გამოყენება და სხვა. პროგრამა ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრთან და ლიდერთა ლიგასთან ერთად, “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში – “კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრია,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები