გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმერეთში სასათბურე მეურნეობა “ჰერბია”დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც შპს ჰერბიას მიერ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და რეგიონში სასათბურე კლასტერის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტ, სოფელ მაღლაკში სასათბურე კლასტერის შექმნა იგეგმება.

“იმერეთის აგროზონის” სასათბურე კლასტერის შექმნა მიზნად ისახავს, დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ სასათბურე სექტორის საექსორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და შედეგად საექსპორტო შემოსავლების ზრდას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას. ამ მიზნით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი საპროექტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი იქნება კლასტერის განვითარების კონცეფცია და გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც დაიწყება სათანადო სამუშაოების განხორციელება,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შპს ჰერბიამ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილები მოჰყავთ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3,000,000 ლარი შეადგინა, აქედან 592,000 ლარი გრანტია, ხოლო 1,050,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

მინისტრმა, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სასათბურე მეურნეობა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

“სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ სათბურები,ეს არის წარმატებული მაგალითი იმისა,თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა ითანამშრომლოს იმ პროექტებთან ,რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს,”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 1200 ტ მწვანილი მოჰყავთ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება, სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 150 ადამიანი.

“ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენი მეურნეობა წასულიყო მაღალ ტექნოლოგიური მიმართულებით , მაგრამ რადგან ტრადიციულად მიწაზე ვმუშაობთ ავირჩიეთ ეს მიმართულება. გავიზარდეთ, გვაქვს განვითარებული მოსავლის აღების შემდგომი პროცესი . რაც შეხება მინისტრის დღევანდელ სტუმრობას ,მინისტრმა ნახა ის, რაზეც შევთანხმდით . მივიღეთ გაორმაგებული პროდუქცია. წარმოებაში გაორმაგებული გაყიდვები, ჩვენი კომპანია გავნითარებას გააგრძელებს ,რადგან ადგილობრივი ბაზარი ასათვისებელი გვაქვს. ევროპული ბაზარიც საკმაოდ დაინტერესებულია ჩვენი პროდუქტით .ამ ეტაპზე ევროპის დიდი ბაზრიდან მხოლოდ ბულგარეთთან ვთანამშრომლობთ,“- განაცხადა შპს „ჰერბია“-ს დამფუძნებელმა, ზურაბ ჯანელიძემ.

სახელმწიფოს დახმარებით,”ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 2 ახალი სასათბურე შეიქმნა და 34 გაფართოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები