ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, კოკაიას ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავადა.
არსებული ინფორმაციით , სატვირთო მანქანის მძღოლმა მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა მძღოლი. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით,
დაშავებულს გულმკერდის ტრავმა და თავზე ჭრილობა აღენიშნება.

შემთხვევის ადგილზე მობილუზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. დაზიანებული მანქანიდან იღვრება საწვავი და სამართალდამცველები გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები