იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბულგარეთის ელჩს უმასპინძლა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოში ბულგარეთის ელჩს, დესისლავა ივანოვას უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა იყო.
“შევხვდით საქართველოში ბულგარეთის ელჩს, საუბარი შეეხებოდა იმ მიმართულებებს, რა მიმართულებითაც გვერდით უდგას ბულგარეთი საქართველოს. განვიხილეთ ხელშეკრულება რომელსაც 30 სექტემბერს მოეწერა ხელი. ეს არის საქართველოს და ბულგარეთს შორის შრომითი მიგრაციის რეგულაცია, რომელიც გაზაფხულიდან უნდა შევიდეს ძალაში. რაც ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ჩავიდნენ ბულგარეთში და ლეგალურად დაიწყონ მუშაობა. ასევე, გვქონდა საუბარი ბულგარელ პიროვნებაზე, რომელიც 1800-იან წლების მეორე ნახევარში ცხოვრობდა საქართველოში და იყო ჩვენი გიმნაზიის დირექტორი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის იმაში, რომ ქართული ენა იყო პრიორიტეტი და არა რუსული. ვფიქრობთ, პირველ სკოლაში გავაკეთოთ სამახსოვრო კუთხე მისი სახელობის“,- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები