ქუთაისში გიორგი მელუას შემოქმედებითი საღამო გაიმართება

8 ნოემბერს, 14 საათზე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკული კუთხე  პოეტისა და მხატვრის, გიორგი მელუას შემოქმედებით საღამოს გამართავს.
როგორც „კვირას“ გიორგი მელუამ განუცხადა, წარმოდგენილი იქნება მისი ფერწერული ტილოები, როგორც ამერიკული პერიოდის, ასევე შემოდგომის თემატიკაზე შესრულებული.
მხატვარი წაიკითხავს აშშ-ში დაწერილ ლექსებს საკუთარი კრებულიდან „მთვარის ფერწერა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები