გიორგი ანდრიაძე: თუ მეუფე პეტრე ამას დაასაბუთებს, გარანტიას გაძლევთ, არც ერთი მამათმავალი ეკლესიაში არ იქნება

პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ რაც მალე დაასახელებს მეუფე პეტრე ცაავა იმათ, ვინც მის მიერ მამათმავლობაში არიან მხილებულნი, მით უკეთესია, რადგან საჭიროა მალე მოშორდეს ეკლესიას უზნეო, ავადმყოფი ადამიანები.

ამის შესახებ ანდრიაძემ „კვირასთან“ საუბარში, წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრე ცაავას მიერ შესაბამისი შინაარსის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

პეტრე ცაავამ საპატრიარქოს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქმა ის განაყენა და ამის მიზეზად მისი მხრიდან „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობის მხილება“ დაასახელა.

„ასეთი ჭორები, ასეთი ინფორმაცია, ვრცელდება საზოგადოებაში და ნებისმიერი მართლმადიდებლისთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. ჩვენ რა თქმა უნდა ამას კატეგორიულად ვემიჯნებით. ერთი გასარკვევია თუ როგორ შეხედავენ ამას ფსევდო ლიბერალები, დევნაში ხომ არ ჩაუთვლიან მეუფე პეტრეს ამას. თორემ რა თქმა უნდა, ეკლესიას ეს ხალხი უნდა მოცილდეს და როდესაც მეუფე პეტრე ან სხვა ვინმე ამას დაასაბუთებს და დადებს, მე გარანტიას გაძლევთ არც ერთი მამათმავალი ეკლესიაში არ იქნება. მაგრამ იქნება ლგბტ საზოგადოება, რომელიც დაიცავს და იტყვის, რომ ასეთი ხალხი ეკლესიაში უნდა არსებობდეს. რაც მალე დადებს ამ ინფორმაციას, რაც მალე მოგვაცილებს ამ უზნეო ადამიანებს, ავადმყოფ ადამიანებს ეკლესიიდან, მით უკეთესი იქნება“, – აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები