„მუცოს ახალი სიცოცხლე“ – დოკუმენტური ფილმი, რომლითაც საქართველო პარიზის კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე წარდგა

„მუცოს ახალი სიცოცხლე“ – დოკუმენტური ფილმი, რომლითაც საქართველო პარიზში კულტურული მემკვიდროების სამიტის ფარგლებში, ევროკომისიისა და „ევროპა ნოსტრას“ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/„ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციაზე წარდგა.
ციხე-სოფლის რესტავრაციის პროექტის ავტორის – სოსო ბანძელაძის ხსოვნას მიძღვნილი ფილმი ათწლეულობით მიტოვებული არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის 6-წლიან მიმდინარეობას წარმოაჩენს, რომელიც 2014 წლიდან სახელმწიფოს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსდა.
„ის ასახავს პირიქითა ხევსურეთის მაღალმთიან სოფელში დაწყებულ უკუმიგრაციის პროცესს, მშრალი ფიქალის წყობის მეთოდის აღდგენილ ტრადიციასა და რელიეფისა და ინფრატრუქტურის სიმწირის სახით დაძლეულ პრობლემებს, რამაც მუცოს პროექტი საქართველოს სარესტავრაციო პრაქტიკაში უნიკალურ მაგალითად აქცია“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფილმი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სტუდია „აქტმედიამ” მოამზადა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები