ირაკლი კობახიძე: საერო ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია

“ხაზს გავუსვამ იმას, რომ საერო ხელისუფლება და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან და ეს პრინციპი მაქსიმალურად მკაცრად უნდა დავიცვათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მეუფე იაკობის განცხადებებს საფუძველი არ აქვს.

„ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთეთ, მათ შორის განცხადებები გააკეთეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც იყვნენ ადრესატები ამ შესაბამისი განცხადების. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საფუძველი არ აქვს ამ განცხადებას და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საერო ხელისუფლება და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან და ეს პრინციპი მაქსიმალურად მკაცრად უნდა დავიცვათ“ , – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

​ცნობისათვის, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვდნენ და ამ საკითხზე შეხვედრა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გაიმართა. მისივე თქმით, შეხვედრას ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები