იღუმენია თამარა გამრეკელიძე: ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი
მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დასრულდა, – ამის შესახებ მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარა გამრეკელიძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.
“მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა. მეუფე პეტრეს დასჯით საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები, ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა… ახლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!”, – წერს იღუმენია გამრეკელიძე.
მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მღვდელთმთავრობიდან უსამართლოდ გადააყენა.