ბეგი მამალაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, ონში „ექვთიმე ღვთისკაცი“ უჩვენეს

ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო ფონდ „ჩემი საქართველოს“ ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ფილმ „ექვთიმე ღვთისკაცის“ ჩვენება გაიმართა.
ეკრანზე გაცოცხლდა საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრება, რომელიც, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების პარალელურად, პარიზსა და ლევილში მიმდინარეობდა.
ფილმის რეჟისორი და პროდიუსერია ნიკოლოზ ხომასურიძე.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ბეგი მამალაძის სახელობის კულტურულ – საგანმანათლებლო ფონდის „ჩემი საქართველო“ დამაარსებელს მარიკა ზედელაშვილს, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძეს, მსახიობებს სტუმრობისთვის, ისტორიულ-ბიოგრაფიული ფილმის ჩვენებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები