ფსიქოლოგიის ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში განთავსდება

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებას შორის  მემორანდუმი გაფორმდა.
ფსიქოლოგთა საზოგადოება ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემს ფსიქოლოგიის ქართულ ენციკლოპედიურ ლექსიკონს. ლექსიკონის ელექტრონული ვერსია განთავსდება ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურს „ბიბლიოვიკში“.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენს სუპერპოპულარულ „ბიბლიოვიკს“. გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებასთან და ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში ფსიქოლოგიის ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი განთავსდება“,- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები