სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობისთვის ტრენინგები ტარდება
სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს სხვადასხვა მხარის კოოპერატივების წარმომადგენლებისათვის ტრენინგებს ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგების პირველ ეტაპზე მონაწილეები კოოპერატივებისთვის განსაზღვრულ შიდა საწარმოო ურთიერთობებსა და სამართლებრივ რეგულაციებს გაეცნენ. ტრენინგი თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეყენებინათ თეორიული ინფორმაცია.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2019 წლის ბოლომდე სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით საქართველოს მასშტაბით 300-მდე მეპაიის გადამზადებას გეგმავს.