სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს
წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგებისა და წყალარინების შიდა ინფრასტრუქტურის მოწყობას აგრძელებს. ამჯერად, სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუჟავაში არსებული წყლის მილი ამორტიზებულია, მოძველებული ქსელის გამო ხშირია წყლის დანაკარგები.
სამუშაოები ითვალისწინებს 3 კმ-მდე მანძილზე არსებული ამორტიზებული ქსელის ახალი მილებით ჩანაცვლებას, შემცირდება წყლის დანაკარგები.
პროექტის განხორციელებას 1. 078. 401 ლარი მოხმარდება. სამუშაოები 2020 წლის თებერვალში დასრულდება.