მიხეილ რამიშვილი სინოდის გადაწყვეტილებაზე: დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მამა გიორგი სინოდის წინაშე წარსდგეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის თქმით, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა წმინდა სინოდის გადაწყვეტილება.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართავს.
ამის შესახებ სინოდის დასრულების შემდეგ, სინოდის ყოფილმა წევრმა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ ველოდებოდით ამ გადაწყვეტილებას, თუმცა სასულიერო პირებმა ერთხმად აღნიშნეს რომ ის უდანაშაულოა და მამა გიორგისთვის გამონაკლისს უშვებენ“, – აღნიშნა რამიშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ შეწყალებებზე გამოცხადებულ მორატორიუმს, ადვოკატი ამბობს, რომ გამონაკლისის დაშვებაა შესაძლებელია.
„ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება იყოს დასაშვები, გამონაკლისის ჩათვლით, ნებისმიერ დროს შეიძლება შეცვალოს განსხვავებული წესით დაადგინოს ყველაფერი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მამა გიორგი სინოდის წინაშე წარსდგეს“, – აღნიშნა რამიშვილმა.
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.