ლევან აბაშიძე: თუ სინოდმა გადაწყვიტა, რომ პეტრე ცაავა გადააყენონ მღვდელმთავრობიდან, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ არის ჭყონდიდის ეპისკოპოსი
თუ სინოდმა გადაწყვიტა, რომ ის გადააყენონ მღვდელმთავრობიდან, ეს ნიშნავს რომ ის აღარ არის ჭყონდიდის ეპისკოპოსი, – ამის შესახებ განცხადება თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ მეუფე პეტრეს განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“თუ სინოდმა გადაწყვიტა, რომ ის გადააყენონ მღვდელმთავრობიდან, ეს ნიშნავს რომ ის აღარ არის ჭყონდიდის ეპისკოპოსი, შესაძლოა, მთლიანად ეპოსკოპოსობის პატივიც მას აქვს შეჩერებული. რადგან ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული ჩვენ უნდა დაველოდოთ განჩინებას, აუცილებლად იქნება განმარტება, მიზეზიც იქნება დასახელებული, კონკრეტულად რა სახის საეკლესიო სასჯელია. შეიძლება, რომ ის დროებით გადააყენონ მღვდელთმსახურებიდან, ანუ მას არ ჰქონდეს მღვდელთმსახურების უფლება. ცხადია, რომ ის აღარ არის ჭყონდიდის ეპისკოპოსი”, – განმარტა აბაშიძემ.
მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მღვდელთმთავრობიდან უსამართლოდ გადააყენა. მან სინოდის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, თუმცა სხდომა ჯერჯერობით არ დასრულებულა.