მიხეილ რამიშვილი: წმინდა სინოდი ვალდებულია, გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალების თხოვნით უშუამდგომლოს

წმინდა სინოდი ვალდებულია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე განიხილოს, – ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

“ვალდებულები არიან დეკანოზის საკითხი განიხილონ. უნდა უშუამდგომლონ პრეზიდენტთან, რომ შეიწყალოს და წარსდგეს წმინდა სინოდის წინაშე, რისი სურვილიც მას გააჩნია და აბსოლუტურად ყველაფერს ფარდა ახადოს. მაღალი სასულიერო თანამდებობის პირები, ვინც შებრძანდა და ნახა დეკანოზი, ყველა ცალსახად აფიქსირებდა, რომ იგი იყო უდანაშაულო. კეთილი ინებონ და გააკეთონ ის რაც ევალებათ. დარწმუნებულები თუ არიან დეკანოზის უდანაშაულობაში და რაც ხდება საპატრიარქოში ერთხელ და სამუდამოდ დაალაგონ ყველაფერი”, – აღნიშნა რამიშვილმა.

წმინდა სინოდის სხდომა დღეს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები