თეა წულუკიანი: ჩემი მიზანია, რომ ჩვენი პატრიარქი რაც შეიძლება დიდხანს იყოს ჯანმრთელი

ჩემი, როგორც ალბათ, ბევრი ჩვენი ქვეყნის შვილის მიზანია, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს რაც შეიძლება დიდხანს ჯანმრთელი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

თეა წულუკიანმა სინოდის სხდომასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეკლესია დამოუკიდებელია და შიგნით მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია არ აქვს.

“ეკლესია არის ცალკე, დამოუკიდებელი და ვერ გეტყვით რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს შიგნით. ჩემი, როგორც ალბათ, ბევრი ჩვენი ქვეყნის შვილის მიზანია, რომ ჩვენი პატრიარქი იყოს რაც შეიძლება დიდხანს ჯანმრთელი და შესწევდეს ძალა, გააგრძელოს ჩვენთან ერთად დიდხანს ყოფნა“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ვიცე-პრემიერმა.

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები