ილია ჭავჭავაძის დაბადების 182-ე წლისთავზე, პრემია „საგურამოს“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182 წელი შესრულდება. ამ დღეს  ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი ტრადიციულად აღნიშნავს.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, წელს, უკვე მეჩვიდმეტედ, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე, გაიცემა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმისა და „ილიას ფონდის“ თაოსნობით დაარსებული პრემია „საგურამო“ და ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“, –  ქართული კულტურისა და სულიერების წინაში განსაკუთრებული ღვაწლისათვის. პრემიის ლაურეატთა ვინაობა 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეს, გახდა ცნობილი. 2019 წლის პრემიის მფლობელები არიან:

პოეზია – ქეთევან შენგელია;
პროზა – ბექა ქურხული;
კრიტიკა – ირმა რატიანი;
ხელოვნება – ელისო ბოლქვაძე;
ჰუმანიტარული მეცნიერება – ნუგზარ ანთელავა, როლანდ თოფჩიშვილი;
საბავშვო ლიტერატურა – ზაზა აბზიანიძე;
თარგმანი – ზაზა ჭილაძე, ირმა ოსია-კინწურაშვილი, მინაზ ლაზბა, ლარისა ტუპწაყვა, ნაირა ბეპიევა.

ილიას მედალი “მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა” – ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის გადაეცემა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისიას.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ ამ წელს, პირველად, ქართულად მთარგმნელთან ერთად ჯილდოვდებიან ქართული ენიდან აფხაზურად, ოსურად და ჩერქეზულად მთარგმნელები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები