ქართველი დიზაინერების ექსკლუზიური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, 12:00-დან 22:00 საათამდე, დიდი დიღმის გუდვილში ქართველი დიზაინერების სეზონური კოლექციებისა და ექსკლუზიური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოიფინება სხვადასხვა დიზაინერის მიერ შექმნილი უნიკალური ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების უახლესი ხელნაკეთი მოდელები;
ფასდაკლებები სეზონურ კოლექციებზე;
ქართული ბიოპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა;
უნიკალური სახეობის ყველის, არომატული თაფლის და მურაბების დეგუსტაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები