„ევროპა ნოსტრას“ დაჯილდოების ცერემონიაზე „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი გახდა

პარიზში, შატლეს თეატრში ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპული მემკვიდრეობის პრიზი/„ევროპა ნოსტრას“ ჯილდო ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტს გადაეცა. ეს პროექტი „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.
ღონისძიების თანამასპინძლები „ევროპა ნოსტრას“ პრეზიდენტი პლასიდო დომინგო და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი იყვნენ. ცერემონიას 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის – საქართველოს დელეგაციის წევრები.
საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები