ოდესის პორტში ნატო-ს 4 გემი შევიდა

ოდესის პორტში ნატოს 4 გემი – ესპანეთის ESPS Sella, რუმინეთის Ros Lupu Dinescu, ბულგარეთის BGS Shkval და იტალიის ITS Numana შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ნაღმსაწინააღმდეგო გემების ჯგუფი ოდესის ნავსადგურში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

აღსანიშნავია, რომ 30-31 ოქტომბერს უკრაინას ნატოს დელეგაცია გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით ესტუმრება.

ალიანსის ლიდერი გემებს მოინახულებს, ასევე უკრაინის სამხედრო- საზღვაო ძალების ხელმძღვანელობას და აკადემიის სტუდენტებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები