გერმანიის ეკონომიკის მინისტრი სცენიდან ჩამოვარდა – პეტერ ალტმაიერი საავადმყოფოშია გადაყვანილი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი პეტერ ალტმაიერი სცენიდან ჩამოვარდა.

ინციდენტი დორტმუნდში მინისტრის გამოსვლის შემდეგ მოხდა, როდესაც პოლიტიკოსი სცენიდან ჩადიოდა.

მინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტო dpa-ის ინფორმაციით, ალტმაიერი გონზეა, თუმცა რა სახის ტრავმები მიიღო მან უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები