ერევანში აფეთქების საფრთხის გამო სასტუმროდან ხალხია ევაკუირებული

ერევანში სასტუმრო Hyatt place Yerevan-დან აფეთქების საფრთხის გამო, პერსონალის და სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მიემართება, ასევე კინოლოგთა და საინჟინრო-გამნაღმელთა ჯგუფები.
ევაკუაციის მიზეზი სასტუმროში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები