Dagens Nyheter: რუსეთი ევროპის ისტორიული მტერია

შვედური გამოცემა Dagens Nyheter რუსეთს ევროპის ისტორიულ მტრად აფასებს და ევროკავშირს მოსკოვის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ამასთან, გამოცემის მასალაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არასაიმედო პარტნიორი“ აღმოჩნდა, რომლის ქმედება რუსეთს ხელს აძლევს.

მასალის ავტორის აზრით, ტრამპმა სირიიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებით, ნატოელ მოკავშირეებს უღალატა.

Dagens Nyheter წერს, რომ აშშ ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებას ნატოს დახმარებით ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა, თუმცა ტრამპი არასაიმედო პარტნიორი აღმოჩნდა, რომელიც „რაღაც სავაჭრო ომზე ოცნებას ამჯობინებს“.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთად უნდა იდგნენ და საკუთარი ეკონომიკური ძალა გამოიყენონ. შეეწინააღმდეგონ ავტორიტარულ ძალებს რუსეთშიც და სხვა რეგიონებში. აშშ, რომელიც ალიანსის ხერხემალია, სირიიდან გაიქცა და ქურთი მოკავშირეები ნატოს წევრი ქვეყნის თურქეთის ხელში დატოვა. ამ დრამაში კი, მთავარი გამარჯვებული ვლადიმირ პუტინის რუსეთია, ისტორიული მტერი“, – ნათქვამია მასალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები