ირაკლი ბერაიამ და უკრაინის ელჩმა საქართველოში რუსეთის ფედერაციის უკანონო საქმიანობის შედეგად, საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს შეხვდა. მხარეებმა რუსეთის ფედერაციის უკანონო საქმიანობის შედეგად, საქართველოსა და უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ საერთო პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყნები დგას.
“შეხვედრისას, ვისაუბრეთ საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, იმ მძიმე პროცესებზე, რომელსაც ადგილი აქვს ამ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის უკანონო საქმიანობის შედეგად, საერთო პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყნები. ყურადღება გავამახვილეთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების აუცილებლობაზე”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.