ანსამბლი „იალონი“ წეროვანის დევნილთა დასახლებაში კონცერტს გამართავს

1 ნოემბერს, 18 საათზე, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მდებარე ნუგზარ ფსუტურის სახელობის ახალგორის კულტურის სახლში ანსამბლი „იალონი“ მსენელის წინაშე წარდგება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, 10 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე, თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხურ საღამოებს გამართავს.
ანსამბლი „იალონი“ 2009 წლიდან აქტიურად ეწევა ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობისა და ხალხური, ქალაქური მუსიკის შესწავლა-პოპულარიზაციას.
მოპოვებული აქვს სხვადასხვა სახის ჯილდოები როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ. გამოსცა  ოთხი კომპაქტ და ერთი DVD დისკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები