საქართველო ევროპის საბჭოს „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ კულტურული მარშრუტის გენერალურ ასამბლეას უმასპინძლებს

2020 წელს საქართველო, ევროპის საბჭოს „პრეისტორიული კლდის ხელოვნების“ კულტურული მარშრუტის მე-10, საიუბილეო გენერალურ ანსამბლეას უმასპინძლებს.
ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ავრცელებს ინფორმაციას.
„გადაწყვეტილება 25 ოქტომბერს იტალიაში, ვალკამონიკაში  მარშრუტის გენერალურ ანსამბლეაზე იქნა მიღებული, რომელსაც ეროვნული სააგენტოდან ჩემთან ერთად პაატა დოლიძე, ნიკოლოზ ჯიბუტი და თამარ მელივა დაესწრნენ. ჯგუფმა შეხვედრის ფარგლებში წარადგინა პრეზენტაცია კლდის ხელოვნების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობებისა და მიღწევების შესახებ“, – წერს ნიკოლოზ ანთიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები