მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

მარტვილის, ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, მუნიციპლიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის 22-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ელგუჯა ბარამიას თქმით, საარჩევნო უბანი დილის 8:00 საათზე გაიხსნა და პირველი ამომრჩეველიც 8:00 საათზე დაფიქსირდა.

მისივე ინფორმაციით, ხმის მიცემა 20:00 საათამდე გაგრძელდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნოღას თემის 23-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ინფორმაციით უბანი დროულად გაიხსნა და რაიმე სახის ექსცესებს ადგილი არ ჰქონია.

ც​ენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები მარტვილში ორ საარჩევნო უბანზე ტარდება, სადაც ჯამში 1013 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამომრჩევლები, ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ. მარტვილში არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციის 7 დამკვირვებელი დააკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები