ბრიტანეთში 39 ცხედრის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავეს

ბრიტანეთის პოლიციამ ესსექსის საგრაფოში სავტირთოში აღმოჩენილი 39 ცხედრის საქმეზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა.

ჩეშირის საგრაფოში დაკავებულია 38 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი.

მათ ადამიანებით ვაჭრობას და მკვლელობას ედავებიან.

ცხედრების საქმეზე უკვე სამი ადამიანია დაკავებული. 23 ოქტომბერსვე, სატვირთოს 25 წლის მძღოლი იქნა აყვანილი.

გარდა ამისა, დღეს ცხედრების ექსპერტიზის მომზადება დაიწყო. სულ მცირე 11 ცხედარი იქნა მიტანილი ჩელმსფორდის საავადმყოფოში, დანარჩენების გადაყვანა კვირის ბოლომდე იგეგმება.

24 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ სატვირთოში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი ჩინეთის მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები