იტალიას თურქეთიდან სამხედრო კონტინგენტი გაჰყავს
იტალიამ თურქეთში მყოფი სამხედროების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, „ლოგისტიკური ღონისძიებების კომპლექსი“ დაიწყო.
ANSA.წერს, რომ ნატოს მისიის “Active Fence”-ის ფარგლებში, ქალაქ ქაჰრამანმარაში იტალიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი SAMP-T არის განთავსებული.
იტალიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანჯელო ტოფალოს განცხადებით, კომპლექსის განთავსება 2016 წელს მოხდა, და პარლამენტის მიერ 2019 წლის ბოლომდე იყო სანქცირებული.
ამრიგად, 31 დეკემბრის შემდეგ, რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტა და 130 სამხედრო სამშობლოში დაბრუნდება.
როგორც დღეს ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, იტალიის მთავრობას ჯარის გაყვანა ჯერ კიდევ შემოდგომას ჰქონდა გადაწყვეტილი და ის სირიაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.