ჯო ბაიდენი ვლადიმირ პუტინს დაემუქრა(ვიდეო)
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „პუტინის ტირანია დასრულდება“.
ამის შესახებ ბაიდენის მიერ ხალხისადმი ვიდეომიმართვაშია ნათქვამი.
„მეგობრები, გაიგეთ ახალი ამბავი? პუტინი და რუსები ისევ ცდილობენ ჩვენს არჩევნებში ჩარევას. ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში მე აღმოვჩნდი. იმიტომ, რომ პუტინმა იცის, თუ მე გავხდები ამერიკის პრეზიდენტი, მისი ტირანიის, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და შეერთებული შტატებისადმი დაშინების მცდელობებს ბოლო მოეღება. მე მას შევეწინააღმდეგები. ის არის ადამიანი, რომელიც ბულინგით არის დაკავებული, ისევე როგორც ჩვენი პრეზიდენტი ტრამპი. მე ვიცი, რა არ სურს მას, რომ მე გავხდე პრეზიდენტი, მაგრამ აი, რას გეტყვით: როდესაც პრეზიდენტი გავხდები, ყველაფერი შეიცვლება. ბატონო პუტინ, საკუთარი არჩევნების შედეგებს ამერიკელი ხალხი განსაზღვრავს და არა თქვენ!“-ნათქვამია მიმართვაში.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.
დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ ჯო ბაიდენი გახდება, რადგან რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ბაიდენი კონკურენტებს მნიშვნელოვანი სხვაობით უსწრებს.