ლაშა მესხი მამუკა ხაზარაძეს: ბოდიში მოუხადეთ იმ ხალხს, ვინც ამ ქვეყნიდან გააქციეთ
ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც დემოგრაფიულ პრობლემებს ეხებოდა.
“თავს ვიკავებდი მთელი ეს პერიოდი. ვაკვირდებოდი ხაზარაძეს, როგორც პოლიტიკოსს. თუმცა, ჩემთვის პირადად, მან დღეს წითელი ხაზები გადაკვეთა!
მამუკა ხაზარაძე, რომ ამბობთ “დედები უნდა დავაბრუნოთ ქვეყანაშიო”, მარტო მე რაც ვიცი, სადღაც 10 ოჯახი იქნება მხოლოდ “თიბისის” კრედიტის გამო გადახვეწილი საზღვარგარეთ! თუ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ხართ, ზერელე და სადღეგრძელოების მსგავსი განცხადებების ნაცვლად ამ ხალხს, ვინც თქვენს გამოა “გადახვეწილი”, როგორც მინიმუმ ბოდიში მოუხადეთ!
არ დამიწყოთ ახლა, სეხს იღებენ და პასუხისმგებლობა და ა.შ. პროცენტულ განაკვეთებზე და ბანკის მოგებაზე მე არ დავკონკრეტდები! როცა ემიგრანტებს ეხებით, ეს წითელი ხაზია, რომელსაც თქვენ თქვენი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე ვერ გადაკვეთთ!
ბოდიში იმ ხალხს, ვინც თქვენ გააქციეთ ამ ქვეყნიდან და არა სადღეგრძელოებს!!!” – წერს ლაშა მესხი.
მოძრაობა “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს, 25 ოქტომბერს მოძრაობის 12 წევრი წარადგინა და ამ წარდგენისას დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა. თქვა, რომ “საქართველოში მრავალშვილიანობა ყველაზე პრესტიჟული საქმე უნდა გახდეს და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ჩვენი დედები, ჩვენი დები უცხოეთიდან, შევუქმნათ მათ ღირსეული სამუშაო ადგილები და ღირსეული პირობები იმისთვის, რომ მათ ბევრი შვილი ჰყავდეთ”.