არჩილ თალაკვაძე: მივაღწიეთ შეთანხმებებს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით

„პრაქტიკულად, მივაღწიეთ შეთანხმებებს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტიების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს პროპორციულ რეგრესულ მოდელს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, აღნიშნული მექანიზმით პოლიტიკური პარტიები უფრო მეტ დაფინანსებას მოიპოვებენ, რათა მცირე და ახალი პარტიების წახალისება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა მოხდეს.

“სადაც ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს იმდენ დაფინანსებას, რამდენ ხმასაც მოიპოვებს არჩევნებში. ასევე, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შედარებით მცირე მხარდაჭერას მიიღებენ, ამ მექანიზმით ისინი უფრო მეტ დაფინანსებას მოიპოვებენ, რათა მოხდეს მცირე და ახალი პოლიტიკური პარტიების წახალისება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა. რაც შეეხება სარეკლამო დროს, აქაც პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას სარეკლამო დროის განაწილებასთან დაკავშირებით. ეს არის უფრო სამართლიანი მოდელი, რომელიც არჩევნებში რეალური პოლიტიკურ შედეგების მქონე პარტიებს აძლევს უფასო სარეკლამო დროს, რომელიც მათ გამოადგებათ თავის ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის. სარეკლამო დრო ექნებათ პარლამენტში შესულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც შეაგროვეს არანაკლებ 3% მხარდაჭერა. თუმცა, აქ აქვს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას ინიციატივა 2%-მდე, რაზეც არ გვაქვს პრინციპული წინააღმდეგობა, თუ ოპოზიციაში იქნება ამაზე კონსენსუსი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები