რუსეთში სამხედრო ნაწილში ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა, სულ მცირე 8 ადამიანია დაღუპული
რუსეთში, სოფელ გორნიში მდებარე სამხედრო ნაწილში ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა, სულ მცირე 8 ადამიანია დაღუპული, ორი დაჭრილია.
როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, ცეცხლი ტაბელური იარაღიდან იქნა გახსნილი.
თავდამსხმელი დაკავებულია.მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.