„კულტურათაშორისი დიალოგები“ – თელავში V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“ მიმდინარეობს. კონფერენცია 25, 26 და 27 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.
კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კულტურათაშორისი დიალოგები“ უკვე მეხუთედ ტარდება და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სამეცნიერო წრეებში ის დამკვიდრდა, როგორც ერთ-ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია“, – განაცხადა თესაუს რექტორმა.
მონაწილეებს თესაუს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა, აშშ-ს კინ სთეით კოლეჯის პროფესორმა შერლი ვეიდ მაკლოულინმა და სხვა უცხოელმა და ქართველმა პროფესორებმა მიმართეს.
კონფერენციის მუშაობამ, რომლის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებების ვორკშოპები და ტრენინგები ჩატარდა, სექციებში გადაინაცვლა.
კონფერენცია რექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილის, თესაუს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის, მანანა ღარიბაშვილის, ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მხარდაჭერით იმართება.
კონფერენციის მუშაობა 5 სექციად ტარდება:
I სექცია: ნაციონალური ენები და კულტურა; დიალექტოლოგიური ძიებანი; ენათა ლინგვოკულტუროლოგიური და სოციოლინგვისტური ასპექტები – თავმჯდომარეები: პროფ. როინ ჭიკაძე, პროფ. ხათუნა თუმანიშვილი;
II სექცია: ისტორიული და ლიტერატურული კვლევები (პარალელები); მითოლოგიური და ფოლკლორული ძიებანი; პოლიტიკური მეცნიერებები; სამეცნიერო მემკვიდრეობათა კულტურათაშორისი მიმართებანი; მასმედია – თანამედროვეობა, თეორია და მეთოდოლოგია; სახელოვნებო მიმართულებათა კულტურათშორისი ასპექტები – თავმჯდომარეები: პროფ. თემურ ჯაგოდნიშვილი, პროფ. ნინო გიორგაძე.
III სექცია: აგრარული და სოციალური მეცნიერებები; ბიზნეს ინდუსტრია; ეკონომიკა; ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი; ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ძირითადი ასპექტები – თავმჯდომარეები: პროფ. დავით ჭიოტაშვილი, პროფ. ნანა რინკიაშვილი.
IV სექცია: სწავლების თანამედროვე მეთოდები და საინფორმაციო ტექნოლოგიები კვლევა-სწავლებაში- თავმჯდომარეები: პროფ. ნათელა მაღლაკელიძე, პროფ. მანანა ღარიბაშვილი.
V სექცია: ენათა შეპირისპირებითი ტიპოლოგია და ენათა ურთიერთგავლენები თანამედროვე მსოფლიოში; თარგმანი და კულტურათაშორისი კომუნიკაციები – თავმჯდომარეები: პროფ. სედა ასატუროვა, პროფ. ნუნუ გელდიაშვილი.
VI სექცია: საბუნებისმეტყველო და სამედიცინო კვლევები – თავმჯდომარეები: პროფ. მაგდა დავითაშვილი; პროფ. თამარ ნადირაძე.
25 ოქტომბერს სექციური მუშაობა და ტრენინგი – „კვლევის პრაქტიკული მეთოდების გამოყენება უმაღლეს სასწავლებლებში“ გაიმართა.
26 ოქტომბერი
10.00 – 12.00 სექციური მუშაობა
12.00 – 12.30 მსუბუქი სადილი (ხემსი)
12.30–14.30 ვორკშოპი/ტრენინგი – “Open Pedagogy – Looking forward the Future”, პროფ. შერლი ვეიდ მაკლოულინი, ამერიკა (გაიცემა სერტიფიკატები);
14.30 – კულტურული პროგრამა და გალავახშამი კონფერენციის მონაწილეთათვის – მასპინძელი: სოფელი დუისი (პანკისის ხეობა).
27 ოქტომბერი
11.00 – 13.00 კონფერენციის დახურვა: კონფერენციის შეჯამება; სერტიფიკატების გადაცემა; ქალაქის დათვალიერება; კონფერენციის მონაწილეთა გამგზავრება.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი. თანათავმჯდომარეები: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი;
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი.
კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია: ღვინის კომპანია ,,შუმი“, ტექნიკური უზრუნველყოფა – ირაკლი ჭიჭაშვილი.
კონფერენცია თესაუში ტრადიციულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და ნაციონალური კულტურების, ენების სოციოლინგვისტურ ასპექტებს, სწავლების თანამედროვე მეთოდებს და სხვა საკითხებს განიხილავს.