ერაყი არეულობებმა ისევ მოიცვა, არიან დაღუპული

ბაღდადში საპროტესტო აქციები ისევ განახლდა.

Sky News Arabia-ს ინფორმაციით, თაჰრირის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ალ-ჯუმჰურიას ხიდისკენ დაიწყეს, სადაც ე.წ. „მწვანე ზონა“ მდებარეობს, რომელსაც სამართალდამცველები გაძლიერებულად იცავენ.

აქციის მონაწილეებმა პოლიციელების კორდონის გარღვევა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

არეულობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 90-მდე დაშავდა, მათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებათ.

სიმშვიდე არც ქვეყნის სამხრეთის პროვინციებშია. მაგალითად, ქალაქ ენ-ნასირიაში მიტინგზე ათასი ადამიანი გავიდა, შეკრებილებმა განაცხადეს, რომ არ დაიშლებიან სანამ ადელ აბდელ მაჰდის მთავრობა არ გადადგება.

ერაყში საპროტესტო აქციები ოქტომბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.

ამ ხნის განმავლობაში არეულობას სულ მცირე, 150 ადამიანი ემსხვერპლა, 6 ათასზე მეტი დაშავდა.

დაღუპულთა შორის 8 ძალოვანია.

აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის სფეროში პრობლემების მოგვარებას და კორუფციასთან ბრძოლას მოითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები