ანგელა მერკელზე თავდასხმას ტერორისტი გეგმავდა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე, სავარაუდოდ, თავდასხმა მზადდებოდა, რომლის უკან ტერორისტი ანის ამრი იდგა, რომელიც 2016 წელს ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე ავტომობილით შევარდა.

ამის შესახებ გერმანიის პოლიციის ფედერალური სამმართველოს სისხლის სამართლის საქმეშია ნათქვამი.

„გამოძიების ინფორმაციით, ტერაქტამდე 7 კვირით ადრე, ტუნისის მოქალაქე მერკელის კანცელარიასთან იღებდა ფოტოებს. ერთ-ერთ ფოტოზე კი, მერკელის კაბინეტის ფანჯარა ჩანს“, – ნათქვამია საქმის მასალაში.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ ამრის ტელეფონში აღმოჩენილია ფოტოები, რომელიც მან კანცლერის სახლთან გადაიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, უწყებამ დაასკვნა, რომ ტერორისტი კანცლერს უთვალთვალებდა.

2016 წლის 19 დეკემბერს ანის ამრი საშობაო ბაზრობაზე სატვირთოთი შევარდა.

ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

თავად ამრიმ მიმალვა შეძლო, თუმცა რამდენიმე დღეში მილანის მახლობლად ის პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები