Amnesty International: ანკარა საბრძოლო მოქმედებების რაიონებში ლტოლვილებს ძალით აბრუნებს
Amnesty International-ში აცხადებენ, რომ დაუშვებელია სირიელი ლტოლვილების ისეთ ზონებში დაბრუნება, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
ორგანიზაციის ექსპერტის აზრით, ევროკავშირმა ლტოლვილების მიღება უნდა გაზარდოს.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა შიმ აღნიშნა, “მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს უნდა უმადლოდნენ, რომ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში 3,6 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი შეიფარა, ანკარამ საკუთარი სულგრძელობა არ უნდა გამოიყენოს იმის „საბაბად, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ზონაში ადამიანების დეპორტაცია მოახდინოს“.
ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ თურქეთი სწორედ ამას აკეთებს.
ანა ში აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ექსპერტებმა უამრავი ფაქტი გამოავლინეს იმისა, რომ თურქეთ-სირიის საზღვრიდან ადამიანების დეპორტაცია ავტობუსებით ხდება, ამასთან, ძირითადად მამაკაცების გაძევება მიმდინარეობს.
ანკარას სამთავრობო წრეებში არ უარყოფენ, რომ სამშობლოში 320 ათასამდე სირიელი დაბრუნდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ დაბრუნება „ნებაყოფლობით საფუძველზე“ ხდება.