საფრანგეთში წყალდიდობას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის სამხრეთით, წყალდიდობას, სულ მცირე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ქვეყნის შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ძლიერი წვიმები ჩრდილოეთ კორსიკაშია მოსალოდნელი.
„უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში საფრანგეთის სამხრეთ ნაწილს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რომელმაც ადამიანებში მსხვერპლი გამოიწვია და რეგიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ქალაქ ბეზიესა და ეროში რეკორდულად დიდი ნალექი დაფიქსირდა.
რეგიონში 2 ათასამდე მაშველი და მეხანძრეა გაგზავნილი, სადაც მდინარეებია ადიდებული და გზები დატბორილი.