კრემლში ვლადიმირ პუტინის შემცვლელზე არ ფიქრობენ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უფლებამოსილების ამოწურვამდე კრემლში მის შესაძლო შემცვლელზე არავინ ფიქრობს, იქამდე კი დიდი დროა.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დროა, საპრეზიდენტო ციკლის დამწყებ სტადიაში ვიმყოფებით. ამიტომ ახლა, შესაძლო შემცვლელზე არავინ არ ფიქრობს, ახლა ყველა დაძაბული მუშაობით არის დაკავებული“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება 2024 წელს იწურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები