მედია: ბრიტანეთში სატვირთოში ნაპოვნი გარდაცვლილი ადამიანები ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ

ბრიტანეთში, ესსექსის საგრაფოში 23 ოქტომბერს სატვირთოში ნაპოვნი 39 გარდაცვლილი ადამიანი ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ITV წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სატვირთოში ნაპოვნი ცხედრების საქმეზე სამართალდამცველებმა მანქანის 25 წლის მძღოლი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო, ბრიტანეთში, სავარაუდოდ ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს მოხვდა.

დღეს, კი ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ჩრდილოეთ ირლანდიაში ორ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები