ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთოში ნაპოვნ ცხედრებთან დაკავშირებით ორ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა

ბრიტანეთის პოლიციამ, სასსექსის საგრაფოში სატვირთოში აღმოჩენილი 39 ცხედრის გამოძიების ფარგლებში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ორ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა.

23 ოქტომბერს აღმოჩენილ ცხედართან დაკავშირებით კონკრეტული ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ საქმესთან დაკავშირებით ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სატვირთოს 25 წლის მძღოლი დააკავეს.

ეჭვის დონეზე ასევე ცნობილია, რომ სატვირთო ბრიტანეთში 19 ოქტომბერს, სავარაუდოდ, ბულგარეთიდან შევიდა, თუმცა როგორც ლონდონში ბულგარეთის საელჩოში განაცხადეს, ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ჰქონდა თუ არა მანქანას ბულგარეთის რეგისტრაცია. ამასთან, საელჩოში საქმის გამოძიებაში თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

გუშინ ასევე ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.

გამოვლენილ ფაქტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარით შეძრწუნებულია და აქტიურად ღებულობს საქმესთან დაკავშირებით ყველა ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები