ბანგლადეშში 19 წლის სტუდენტი გოგონას ცოცხლად დაწვის გამო 16 პირს სიკვდილით დასჯიან

ბანგლადეშის სასამართლომ 19 წლის სტუდენტი გოგოს ცოცხლად დაწვისთვის 16 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
როგორც განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა ჰაფექ აჰმერდმა თქვა, „ვერდიქტი მიუთითებს იმაზე, რომ ბანგლადეშში მკვლელები მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კანონის უზენაესობა გვაქვს“.

ნუსრათ ჯაჰან რაფის აპრილში ნავთი გადაასხეს და დაწვეს, მას შემდეგ, რაც გოგონამ საჩივრის უკან გატანაზე უარი განაცხადა, რომელშიც ერთ-ერთი სკოლის დირექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

გოგონას დაწვის ფაქტმა ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ტალღა გამოიწვია.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში ნუსრათ ჯაჰან რაფი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ფარგლებში 16 ადამიანი დააკავეს, მათმა უმრავლესობამ მკვლელობასთან კავშირი აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები